გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერვუარის წყლით შევსება დაიწყო

წყალმომარაგების კომპანია გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებს, სადაც ამ დროისთვის ახალი რეზერვუარის წყლით შევსება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მხარის გუბერნატორთან, წყალმომარაგების და მთის კურორტების განვითარების კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ხელოვნური ტბა, მიმდინარე სამუშაოები კი, ამ ტბისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს.

„მიმდინარეობს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბის მოწყობის პროექტი, თუმცა ეს მხოლოდ ტბას არ მოიცავს. ჯამში მოიცავს ორ ეტაპს - ერთი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 11 მილიონ ლარს. ეს იყო ტბის ინფრასტრუქტურის შექმნა შესაბამისი ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ზამთრის კურორტებზე. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა არის 96 000 ტონა. ამჯერად, მიმდინაორებს 2 600 000 მილიონი ლარის ღირებულების მეორე ეტაპი, რომელიც სეზონამდე დასრულდება. სამუშაოები ითვალისწინებს შესაბამისი სატუმბი სადგურის და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც შემდგომში კომპლექსურად ამუშავდება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ვუზრუნველვყოფთ გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ტურისტებსა და დამსვენებლებს ნალექის სიმცირით გამოწვეული დისკომფორტი აღარ ექნებათ “, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წყალმომარაგების კომპანიამ პარალელურად გამოაცხადა ორი ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს გუდაურში, როგორც მიმდინარე მშენებლობებს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში გაიხსნება, ასევე საბაზისოებს რაც იყო, ჰქონდეთ სტაბილური წყალმომარაგება.

„აღნიშნული პროექტების განხორციელება მოგვცემს იმ შედეგებს, რომ გავზარდოთ წყლის დებიტიც და განვაახლოთ ინფრასტრუქტურა. ჯამში პროექტების ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია. საბოლოოდ წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებს, რაც გასულ წელს წარმოიშვა, აღარ გადავაწყდებით გუდაურში და შესაბამისად ხელოვნური გათოვლიანებაც გვექნება”, - აცხადებს ილია ბეგიაშვილი.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან