დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველომ კორონავირუსზე ყველა ის კონტაქტი გამოიკვლია, ვისთანაც ქუთაისში გუშინ გამოვლენილ ინფიცირებულს ჰქონდა შეხება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, სულ 29 კონტაქტი გამოიკვლიეს და არცერთ მათგანს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.
ქუთაისში კორონავირუსი 61 წლის ქალს გუშინ დაუდასტურდა.