კელი დეგნანი - ეუთო/ოდირის გარკვეული რეკომენდაციები იყო, რომელიც არ არის მიღებული, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა ზედმიწევნით აღსრულდეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის ზოგიერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო. როგორც ელჩმა აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ “ოქტომბერში თითოეულ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, ხმა მისცეს თავისუფლად, შიშის გარეშე”.

„ჩვენ მოხარულები ვართ და მივესალმეთ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღებას, რაც შექმნის უკეთეს პირობებს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის. ახლა ჯერი მის სრულყოფილ და დეტალურ განხორციელებაზეა. იყო გარკვეული რეკომენდაციები ეუთო/ოდირის, რომელიც არ იქნა მიღებული, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა აღსრულდეს ზედმიწევნით იმისათვის, რომ ოქტომბერში თითოეულ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება ხმა მისცეს თავისუფლად, შიშის გარეშე”,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა