ქუთაისთან დამეგობრებულ-პარტნიორ ქალაქებთან ონლაინ კონფერენცია გაიმართა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით, ქუთაისთან დამეგობრებულ-პარტნიორ ქალაქებთან ონლაინ კონფერენცია „COVID-19 საუკეთესო პრაქტიკა პარტნიორ ქალაქებში და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

შეხვედრაში მონაწილეობა პარტნიორმა ქალაქებმა- სომბათჰეიმ, სუმიმ, კაუნასმა, პოზნანმა, უნგენმა, ტარტუმ, იაშიმ, დნეპრომ, ხარკოვმა, ვალკამ და ვალგამ მიიღეს. ქუთაისის მერია კონფერენციაზე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ წარადგინეს.

კონფერენციის მოდერატორობა საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა შორენა ხუხუამ გასწია.

„ონლაინ კონფერენციის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი პარტნიორი ქალაქებისათვის გაგვეზიარებინა COVID-19-თან ბრძოლის ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ქალაქმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამედიცინო სექტორის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით. ასევე ერთ-ერთი ამოცანა იყო გამოგვყენებინა აღნიშნული პლატფორმა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვეხდინა საქართველოს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილის პოზიციონირება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის“, - განაცხადა პეტრე ადამაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა