14-დღიანი კარანტინის შემდეგ თურქი სპეციალისტები ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაში ჩაერთნენ

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი 14- დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, შემოვლითი გზის პროექტის განმახორციელებელმა თუქრულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრა.

„თურქული კომპანიის წარმომადგენლები, საქართველოში 6 ივნისს ჩამოვიდნენ. საქართველოს საზღვარზე PCR ტესტის გავლის შემდეგ, კომპანიამ უზრუნველყო მათი სპეციალურ საკარანტინე ზონაში გადაყვანა. 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, თურქმა სპეციალისტებმა განმეორებითი გაიარეს ტესტირება და ექიმის დასკვნის საფუძველზე პროექტებზე მუშაობას შეუდგნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის თურქეთიდან ჩამოყვანა.

ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, დამატებითი რაოდენობის თანამშრომლები საქართველოში მოქმედი ყველა აუცილებელი წესის დაცვით ჩამოვიდნენ.

ამ დროისთვის, გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეა.

ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია