ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი - ვანი - დაფნარის საავტომობილო გზაზე 13-კმ-მდე (კმ 35 -კმ 48) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. არსებული გზა დაზიანებული იყო. გზის საფარზე წარმოქნმნილი იყო ორმოები და ჯდენები. მწყობრიდან იყო გამოსული არსებული წყალგამტარი მილები და ხელოვნური ნაგებობები, რაც მგზავრთა გადაადგილებისას საფრთხეს ქმნიდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის შესაბამისად, სრულად რეაბილიტირდა გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, 3 სახიდე გადასასვლელი, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10,6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა