15 წლის მოზარდის და - თავისი სურვილი იყო, ბავშვთა სახლში წაეყვანათ, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა, ბავშვია და ვერ ხვდება რას აკეთებს

15 წლის მოზარდის ნინო ჯარიაშვილის დის განცხადებით, მოზარდი, საკუთარი ნებით, ბავშვთა სახლში წაიყვანეს.

როგორც მოზარდის დამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, მას ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია.

„სახლში არ დაბრუნებულა, თავისივე ნებით ბავშვთა სახლში წაიყვანეს. არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა. არანაირი მოტივი არ ჰქონია, თავისი სურვილი იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდა თავისუფლება და არ შეეძლო ის ეკეთებინა, რაც 15 წლის ბავშვისთვის არ შეიძლებოდა. ოჯახში უშლიდნენ, 15 წლის ბავშვს არავინ გააკეთებინებს იმას, რაც არ არის საჭირო. ბავშვია და ასეთი გადაწყვეტილებით ვერ ხვდება რას აკეთებს. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ღამის სამ საათზე იპოვა პოლიციამ. ბავშვია და არ იცის რას აკეთებს“, - განაცხადა მოზარდის დამ.

თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა.

იხილეთ ვიდეო:'ბავშვია და ვერ ხვდება რას აკეთებს" - გაუჩინარებული 15 წლის მოზარდის და ჰყვება, რომ გოგონა პოვნის შემდეგ, სახლის ნაცვლად, ბავშვთა სახლში წავიდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა