ახმეტის მერი - პანკისში სიტუაციას სამართალდამცავები აკონტროლებენ, გზის გადაკეტვის მცდელობა არ არის

პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში შეკრებილი მოქალაქეები მსჯელობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდებს შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა, თუმცა მისთვის უცნობია, რა იყო ამის მიზეზი.

იოსებ ქარუმაშვილის თქმით, ადგილზე გზის გადაკეტვის მცდელობა არ არის და სიტუაციას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი. მათ აბსოლუტურად არ წამოუყენებიათ არავითარი ულტიმატუმი არც მთავრობისთვის, არც არავისთვის. გზის გადაკეტვის მცდელობა არ არის. გუშინ ახალგაზრდა ბიჭებს შორის დაპირისპირება იყო, თუმცა ახლა მშვიდი სიტუაციაა. რამ გამოიწვია დაპირისპირება ზუსტად არ ვიცი, ვერ გეტყვით.

ამჟამად პანკისის ხეობაში ვიმყოფები და აქ არავითარი შეკრება არ არის, მაგრამ სოფელ მატანთან ახალგაზრდები არიან შეკრებილები და თათბირობენ. დაახლოებით, 100-მდე ადამიანი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ადგილზე სრული სიმშვიდეა. ცენტრალური გზა გადაკეტილი არ არის, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც“, - აცხადებს იოსებ ქარუმაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა