აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ცვლილებები 14 ხმით მიღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კანონის პროექტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, გამარტივებული წესით განიხილეს. მომხსენებლის განცხადებით, კანონის ცვლილება აჭარის კონსტიტუციურ კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

„კანონმდებლებმა 11 ხმით მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა II მოსმენით წარმოადგინა.

შესვენების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) სამ ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატების ფარული კენჭისყრა გაიმართა და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: რამაზ ბოლქვაძე - 1 მომხრე, 14 -წინააღმდეგი, ირაკლი გვარჯალაძე - 13 მომხრე, 2 - წინააღმდეგი, მარიამ გუგუნავა - 15 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, სოფიო დიასამიძე - 2 მომხრე, 13 - წინააღმდეგი, ნოდარ მელაძე - 14 მომხრე, 1 წინააღმდეგი, დავით ფარტენაძე - 6 მომხრე, 8 წინააღმდეგი. კენჭისყრისას 6 ბიულეტენი გამოუყენებელი დარჩა.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამ ვაკანტურ პოზიციაზე 5 წლის ვადით არჩეული ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა და ნოდარ მელაძე 27 აგვისტოდან შეუდგებიან უფლებამოვალეობის შესრულებას. ისინი უსკო-ში ზურაბ გოლიაძეს, რამაზ გოლომანიძესა და თორნიკე მჟავანაძეს ჩაანაცვლებენ, რომელთაც 26 აგვისტოს ეწურებათ უფლებამოსილების ვადა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა