ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში მოხდა, სადაც ავტობუსი, მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო