შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნის ადვოკატი - გაძლევთ პირობას, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ბრალის დამძიმება, არც ერთი მტკიცებულებით არ მტკიცდება ზ.ხ.-ს ბრალი

გაძლევთ პირობას, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ბრალის დამძიმება ზ.ხ.-სთან მიმართებაში, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ზ.ხ.-ს რაიმე შემხებლობა დგინდებოდეს გიორგი შაქარაშვილთან, ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი.

,,ჩვენ გადავეცით გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ზ.ხ.- ს უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში და გამოძიებამ გადმოგვცა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მან სასამართლოში წარმართა ზ.ხ.-სთან მიმართებაში. ის მასალები რომელიც წარმოდგენილია და სასამართლოში იგზავნება არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დგინდებოდეს ზ.ხ.-ს რაიმე სახით შემხებლობა შაქარაშვილთან ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი, არც ერთი მტკიცებულებით არ მტკიცდება ზ.ხ.-ს ბრალი,” - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ამასთან, საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე არ არის გამორიცხული, რომ არასრულწლოვან ბრალდებულებს ახალი ბრალდება წარედგინოთ.

,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა