რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის ბაზართან თვენახევარია შემხებლობა არ ჰქონია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში მცხოვრებ ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის აგრალურ ბაზართან ბოლო თვენახევრის განმავლობაში შემხებლობა არ ჰქონია. ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი აცხადებს.

როგორც ბეგაშვილი ამბობს, გამოკითხულია აგრალური ბაზრის დირექცია და იქ დასაქმებული პირები.

„რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სურსათის ეროვნული ცენტრის ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა, ინფიცირებული ქალის შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით, გამოვკითხეთ რუსთავის აგრალური ბაზრის დირექცია, ასევე ბაზარში დასაქმებული პირები. გამოკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ ინფიცირებულ ქალს რუსთავის აგრალურ ბაზართან, ბოლო თვენახევრის განმავლობაში არანაირი შემხებლობა არ ჰქონია", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ბირლიკში მცხოვრები ქალი, რომლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრალურ ბაზარში მუშაობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა