საქართველოდან 12 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 12, 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს საქართველოში ატმის განსაკუთრებულად კარგი მოსავალია. ფასები არის მაღალი, 2 ლარი და მეტი, რაც ფერმერისთვის კარგი შემოსავალია იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით მოდის ჰექტარზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„წელს, დაახლოებით 30 000-35 000 ტონა ატმის მოსავალს ველოდებით, საიდანაც ნაწილი საექსპორტოა. დღეისათვის, საქართველოდან 12 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. შარშან ამ დროისთვის ექსპორტის მაჩვენებელი 7 500 ტონა იყო, ასე რომ საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, მიუხედავად პანდემიისა. შემოსავალი გაზრდილია თანხაშიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფერმერისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. ბოლო წლებია ინტენსიურად ვმუშაობდით, რომ ქვეყანაში შუალედური რგოლი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი პროდუქტის ფერმიდან მომხმარებლამდე მისაწოდებლად, გაჩენილიყო. უკვე რამდენიმე წელია თანადაფინანსებით ვახორციელებთ მეურნეობების მხარდაჭერას. დღეს 22 სამაცივრო მეურნეობა გვაქვს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს. მათი დიდი ნაწილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეის მონაცემებით, საქართველოდან 12 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ძირითადად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენს რუსეთი (64%), სომხეთი (31%) და აზერბაიჯანი (4%). აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სინგაპურში, უკრაინაში, მოლდოვასა და სლოვენიაში.

სამაცივრო მეურნეობებში 1 კგ ატმის ჩაბარების ფასი 1.0-1.5 ლარის, ხოლო ვაშლატამას ჩაბარების ფასი 1.5-2.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა