ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების შემოწმების მიზნით აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე პანდემიის პირობებში დადგენილი სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების შემოწმების მიზნით აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი ყველა სანიტარულ - ჰიგიენური ნორმის დაცვით აგრძელებს მუშაობას.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ამ რთულ პირობებში იჩენენ. ჩვენ ვცდილობთ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით კი მომსახურების სფეროში დასაქმებულ პირებთან, რათა პირველი წყაროდან მივიღოთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებთ და რომლის მოგვარებაშიც ხელისუფლების დახმარებას საჭიროებენ. პრობლემების იდენტიფიკაციის შემდეგ ვახდენთ ჩვენი რესურსების მობილიზებას და მათ მაქსიმალურ გამოყენებას მუნიციპალიტეტის თითოეული მოსახლის მიმართ", - განაცხადა ვახტანგ ღამბაშიძემ.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დღეიდან აგრარულ ბაზრებში კონტროლი გამკაცრდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა