ხასო ხანგოშვილი - პანკისში დაძაბულობა აღარაა, შევთანხმდით, ჩვენი ახალგაზრდებიც დავიყოლიეთ, მოვაგვარებთ საკითხს

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქის­ტებ­სა და სო­ფელ მა­ტა­ნის მცხოვ­რებ­ლებს შო­რის მომ­ხდა­რი დაპირისპირება ამოწურულია. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეთანხმდნენ, რომ მომხდარზე შემდგომშიც იქნება დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

„ჩაწყნარდა სიტუაცია, დაძაბულობა აღარაა. შევთანხმდით, ჩვენი ახალგაზრდებიც დავიყოლიეთ. შეხვედრა გვექნება და მოვაგვარებთ ამ საკითხს“, - აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი.

შეგახსენებთ, პანკისში ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირების მიზეზი მატნელი ახალგაზრდების მიერ გზაზე ავტომობილით ქათმის გატანა გახდა. ამის შემდეგ ქისტებმა მატნელი ახალგაზრდები სცემეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. დღეს ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა