კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა

კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ბავშვი უკვე გაწერეს და დედასთან ერთად კარანტინში იმყოფება.

„კორონავირუსისგან განიკურნა და მისი მდგომარეობა აბსოლუტურად კარგია. დედასთან ერთად გადის კარანტინს“, - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

შეგახსენებთ, 10 თვის ბავშვს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი 15 ივლისს დაუდასტურდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა