თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საქმის მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებს პოლიციის შენობაში შესვლამდე განუცხადა, დღეიდან იწყებს მტკიცებულებების გაცნობას და ამის შემდეგ ეცოდინება, თუ რა მოტივაციით მიდის საქმე.

„გუშინდელი განცხადების შედეგად, პროკურატურამ დადგენილება მიიღო, რის შედეგადაც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არის ცნობილი მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. შესაბამისად, მოთხოვნილი იყო, რომ საქმის მასალები გაგვეცნო. ჩამოვედი, რომ საქმის მასალების გაცნობა დავიწყო. ამავდროულად 143-ე მუხლს დაემატა 115-ე მუხლი. დღეიდან ვიწყებ გაცნობას მტკიცებულებების, მოწმეების ჩვენებების, ვინც კი დაიკითხა, მეცოდინება რა მტკიცებულებებია, რა მოტივაციით მიდის საქმე“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა