ზვიად შალამბერიძე - ბიზნესსექტორის მიერ ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის ცოდნისა და უნარების გადაცემას

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, დღეს სასტუმრო "ბაგრატში" ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრო.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესსექტორის მიერ ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რაც დღეს სჭირდება შრომის ბაზარს.

მისივე თქმით, ხარისხიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება რეგიონში შეამცირებს სწავლის მსურველი ახალგაზრდების გადინებას, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, რეგიონშივე მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა.

"ბიზნეს სექტორის ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში და მათ მიერ სტუდენტებისთვის ხარისხიანი პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რაც დღეს სჭირდება შრომის ბაზარს. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, ბიზნესი უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლოს უნივერსიტეტებს.

ამასთან, ქუთაისში სასწავლებლად უცხოელი სტუდენტების მოზიდვა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, რაც დადებითად აისახება რეგიონის სოციალურ მდგომარეობაზეც", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველობაში ევროპის უნივერსიტეტის შემოსვლა იქნება ევროპული განათლების გარანტი.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, 20 ივლისიდან ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს საერთო მმართველი რგოლი ჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო