მარია ზახაროვა - მოსკოვი პეკინთან ურთიერთობების გამტკიცებას განაგრძობს, ვინაიდან ეს მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია

მოსკოვი პეკინთან ურთიერთობების გამტკიცებას განაგრძობს, ვინაიდან ეს მსოფლიოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური ფაქტორია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მაიკ პომპეოს სიტყვებს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მოსკოვი აშშ-ის ჩინეთის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ჩაითრიოს, განვიხილავთ, როგორც რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის გართულების კიდევ ერთ გულუბრყვილო მცდელობას. ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობას გავაძლიერებთ, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ეს მსოფლიოში სტაბილიზაციის უზრუნველყოფის გადამწყვეტი ფაქტორია,“- განაცხადა მარია ზახაროვამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა