AMBEBI.GE-ს წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის „ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი

პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა. მასალები მრავალტომიანია. ის მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე მოიცავს სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას, მათ შორის ფოტომასალას, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მიაკვლიეს. აღნიშნულ ფოტომასალებზე აღბეჭდილ ერთ საეჭვო გარემოებაზე AMBEBI.GE-სთან სანდო წყარო საუბრობს.

„არის ერთი გარემოება, რომელიც გვიმძაფრებს ეჭვს, რომ მანქანა მას მერეა მიტანილი იმ ადგილას, სადაც შემდეგ აღმოაჩინეს. თამუნას ავტომანქანა, დიდი ალბათობით, შედარებით დიდი მანქანითაა მიტანილი, სავარაუდოდ, ევაკუატორით, რაზეც მანქანის საბურავების კვალი მიანიშნებს. თანაც ეს კვალი მოდის და გაჩერებული "ჰიუნდაის" უკანა მხარეს, მანქანამდე დაახლოებით 20-30სმ-ზე წყდება. ანუ გოგონა თავისით თუ მივიდა და გააჩერა მანქანა, იმ 30 სანტიმეტრს გადაახტა? რატომ არ მიჰყვება საბურავის ნაკვალევი მანქანას ბოლომდე? აშკარაა, როცა ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, მერე მიიტანეს მისი ცხედარი მანქანიანად იმ ადგილას. მწყემსები იმ მიდამოებში ყოველ დღე დადიან, საქონელს აძოვებენ და რატომ ვერავინ შენიშნეს გაჩერებული მანქანა? თან ის მანქანა თუ 4 დღე იქ იყო გაჩერებული, როგორც მოსახლეობა ამბობს, პოვნის წინა დღეს წვიმიანი ამინდი იყო და ბალახზე ტალახი არ უნდა გადაერეცხა? - აღნიშნავს AMBEBI.GE - ს წყარო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა