არჩილ ჯაფარიძე - არავის მივცემთ უფლებას უხარისხოდ შეასრულოს სამუშაოები

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად, ჭრებალოსა და ამბროლაურის N2 საჯარო სკოლებში სველი წერტილებისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

როგორც მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, სამუშაოებთან დაკავშირებით შემსრულებელს მიეცა მითითება, შესაბამის სამსახურებს კი დაევალა დროული რეაგირება ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

„ პირადად გავეცანი საჯარო სკოლებში სამშენებლო სამუშაოების პროცესს, მშენებლობის პროცესში გამოვლენილია გარკვეული ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელად დრო მიეცა შემსრულებელს, არავის მივცემთ უფლებას უხარისხოდ შეასრულოს სამუშაოები, სასწავლო წლის დაწყებისას ჩვენს მოსწავლეებს უნდა დახვდეთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო, რათა მათ მიეცეთ ჯანსაღ გარემოში სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

სამუშაოებს ასრულებს შპს “მშენებელი 2017“. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 166 242 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა