საგარეჯოს სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა იწყება

ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საგარეჯოში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და ამჟამად, ქსელის ტესტირება მიმდინარეობს.

შესრულებული სამუშაოები განიხილეს და ადგილზე დაათვალიერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საგარეჯოს გამგებელმა გიორგი ერბოწონაშვილმა და დარგის სპეციალისტებმა. ახალი პროექტით გათვალისწინებულია ძველი მილების ახლით ჩანაცვლება, ახალი სატუმბო სადგურის მოწყობა, საქლორატორო შენობის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება.

„ამ დროისთვის, საგარეჯოში მიმდინარეობს აშენებული ქსელის ტესტირება. ამასთან, წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა და მალე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ახალი პროექტის ფარგლებში მოხდება მრიცხველების მოწყობა და წყლის რეზერვუარის მშენებლობა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება წყალმომარაგების გრაფიკს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცახდა გიგა მანდარიამ.

კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად საგარეჯოში არსებული ქსელი ამორტიზებულია და წყლის წნევის რეგულირება ვერ ხერხდება. ასევე, დიდია დანაკარგები, რის გამოც, განსაკუთრებით წყალმცირობის დროს, ქალაქი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის და მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

„გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ქალაქში მცხოვრებ 11 000-მდე ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2,939,902 ლარია.

ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია კახეთის რეგიონში ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოები. ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების: ჭიაურის, ჰერეთისკარისა და თამარიანის წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა და ქალაქ ახმეტის წყალმომარაგების საქლორატოროს ტექნოლოგიის მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 6,136,745 ლარია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა