კასპში, 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღი გაშენდა

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში, შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღი გააშენა და პირველი მოსავალი აიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მაყვლის მოსავლის აღების პროცესს უწყების ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

„ჩვენი პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მორიგი ძალიან წარმატებული მეურნეობა შეიქმნა. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი მაყვლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გაშენებული. ბოლო წლებში კენკროვნების მიმართულება ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა და აქტიურად ვითარდება, თუმცა ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და ძალიან ბევრ რგოლს სჭირდება ხელშეწყობა. ფერმერებს სჭირდებათ ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა, აგრონომთა მხრიდან კონსულტაციები. რომ არა პანდემია, წელს უკვე გვეყოლებოდა უცხოელი კონსულტანტები კონკრეტული დარგობრივი კულტურების, მათ შორის, კენკროვანის მიმართულებებით. 2021 წლიდან, ამ პროგრამებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კენკროვანი კულტურის მოსავლის დაბინავების კუთხით, შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართული მოწყობისათვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მოსავლის დაბინავება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სამაცივრო, გამაგრილებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის პირობებში. ამისთვის ჩვენ გვქონდა კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების კომპონენტი. ინდივიდუალური მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი 2021 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98, 587 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 71, 099 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 27, 488 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ბაღში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა