ქვემო ქართლის გუბერნატორი -  მინიმუმ 2000-2500 ადამიანი სწრაფად უნდა შემოწმდეს,  მოსახლეობის ნაწილი რთულად იგებს, კომუნიკაციაში არ შემოდის

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სოფელ ყარაჯალარში, გუშინ ტესტიტებული მოსახლეობის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, თუმცა უფრო მეტი აქტივობაა საჭირო.

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტში შემოწმდა 705 პირი, ყარაჯალარში ტესტირება ჩაუტარდა 377 ადამიანს, წინა დღეებთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა შედეგი - ტესტირებულ პირთა რაოდენობა, თუმცა ჩვენ ცალსახად კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. აქ არის 5 ათასი მოსახლე, მესმის, რომ გარკვეული რაოდენობა ადგილზე არ არის და გასულია სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ მინიმუმ 2000-2500 ადამიანი სწრაფად უნდა შემოწმდეს. ნაწილი მოსახლეობის რთულად იგებს, არ შემოდის კომუნიკაციაში და არ აქვს სურვილი თანამშრომლობის, ამიტომაც გვიწევს ის ძალისხმევა, რასაც ვაკეთებთ, როგორმე უნდა გადავტეხოთ ეს აზროვნება და იმის საჭიროება დავანახოთ ადამიანებს, რომ ეს ჩაკეტილი რეჟიმი, არავის ხელს არ აძლევს და მათი ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დასაბრუნებლად, საჭიროა თანამშრომლობა“,- განაცხადა ჟურნლიტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა