ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებული აბიტურიენტების   94%-მა მიიღო მონაწილეობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებული აბიტურიენტების 94%-მა მიიღო მონაწილეობა.

მისივე განცხადებით, გამოცდებზე დაგვიანების ერთეული შემთხვევები იყო. რაც შეეხება ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის ფაქტს, ასეთი 3 შემთხვევა იყო.

„ორი ძირითადი მიზანი გვქონდა, როდესაც ვიწყებდით ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ერთი გახლდათ ის, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, რომ მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები და მეორე იყო ის, რომ ასეთი მასშტაბური ღონიძიების დროს თავიდან აგვეცილებინა ვირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა უწყებების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორივე მიზანი მიღწეულია და თითოეულ უწყებას და ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. გეტყვით იმას, რომ გვქონდა გარკვეული პრობლემებიც. იყო შემთხვევა, როცა გვყავდა კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი, მაგრამ როგორც ამ აბიტურიენტმა, ასევე დანარჩენმა აბიტურიენტებმა, რომელსაც კარანტინში მოუწიათ გადასვლა, შეძლეს და ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ისინი არ გამოეთიშნენ ამ საგამოცდო პროცესს“, - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, გორგოძის თქმით, გამოცდაზე რეგისტრირებულ სტუდენტთა78%-მა მიიღო მონაწილეობა.

„იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. რაც შეეხება ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის ფაქტს, გვქონდა სამი ასეთი შემთხვევა. ერთი შემთხვევა იყო თავად სექტორში მობილური ტელეფონის აღმოჩენის გამო, ორი - დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ მართალია ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, მაგრამ საგამოცდო პროცესი გრძელდება 4 აგვისტოს ჩათვლით. მასწავლებლობის მსურველებისთვის გრძელდება ეს პროცესი და ასევე, მაგისტრობის მსურველებისათვის, რომლებიც 1-4აგვისტროს ჩათვლით გაივლიან ტესტირებას. რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათთვის არსებობს ჩარიცხის განსხვავებული წესი. შესაბამისად, ისინი ალტერნატიული წესის საფუძველზე ჩაირიცხებიან“, - განაცხადა გორგოძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა