ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის და გაზიფიცირების პროექტები ხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

„აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ალამბარში საბავშვო ბაღი სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. მიმდინარეობს სამსართულიანი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამწლიანი გეგმით ქობულეთში გაზიფიცირდება 17 სოფელი. ამჟამად სამუშაოები სოფელ აჭყვისთავში ხორციელდება. სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანპორტირების კომპანია ახორციელებს.

ქობულეთში, კვირიკეს საავტომობილო გზაზე ორ კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა. დასრულებულია ახალი ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების და საფუძვლის მომზადება ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად. რეაბილიტირებული გზით 170 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა