კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კატალონიაში ღამის ბარები და კლუბები დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, კატალონიის მთავრობამ ღამის ბარები და კლუბები დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რეგიონში ღამის ბარები და კლუბები მომავალი ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საგანგებო სიტუაციის მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ ესპანეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბარსელონაში, სარაგოსასა და დედაქალაქ მადრიდში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 900 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისათვის, საფრანგეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს კატალონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, ნორვეგია კი ესპანეთიდან ჩასულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინში უშვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა