აჭარაში 973 პირს კვლევა ჩაუტარდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში 973 პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის "ცხელების კლინიკებში" 35 პირი იმყოფება, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 973 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 10 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 36 637 პირს. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2 350 პირი. კარანტინი დატოვა 12 293-მა პირმა",- აცხადებენ უწყებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო