გიორგი ვაშაძე - დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები

დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები,- ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის დაამტკიცებას, სადაც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, მისთვის გაუგებარია მმართველი გუნდის წევრების ზარ-ზეიმი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე.

„დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბოლომდე გაწირა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მათ ჰქონდათ დრო ემუშავათ იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინათ წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის, ამ ფონზე, აბსოლუტურად გაუგებარია დამსხვრეული ოცნებების პარტიის გუშინდელი ზარ-ზეიმი მიღებულ დოკუმენტზე, სადაც ასევე დგას წინაპირობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანგარიში უნდა წარადგინოს საქართველოში არსებულ ვითარებასთნ დაკავშირებით, რათა სრულფასოვანი მხარდაჭერა მოხდეს სამხედრო, ანუ თავდაცვისუნარიანობის კუთხით.

მეგობრებო, დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ფაქტობრივად გაგვწირა. დროა გამოვფხიზლდეთ, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

დიახ, 31 ოქტომბრის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. საქართველო იქნება ჭაობში და ჩვენ უკიდეგანოდ ჩავეფლობით გაჭირვებასა და უპერსპექტივობაში, თუ საქართველო დაიწყებს ახალი ეტაპის მძლავრ განვითარებას აღმშენებლობის გზით“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა