აჭარაში ე.წ.ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა  აქცია გამართეს

აჭარაში ე.წ.ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათთვის განკუთვნილ მშენებარე კორპუსში შესაძლოა სხვა პირები შეასახლონ და კვლავ სახლის გარეშე დარჩნენ.

„უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს, ვინ მიიღებს ბინებს, ასევე გაგვიმარტონ, რატომ არ შეგვეხო ელექტროენერგიაზე სუბსიდირების პროგრამა" , - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინა ბერიძე.

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლების აქციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე გამოეხმაურა.

„იქ მყოფმა ყველა ოჯახმა იცის, რომ პანდემიის მიუხედავად კორპუსების მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და რეგისტრაცია მხოლოდ მათ აქვთ გავლილი და ბინები მხოლოდ მათთვის შენდება, ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან კრიტერიუმების თაობაზე და სულ მალე დავიწყებთ პრაქტიკულ ქმედებებს. გასაკვირია, საიდან ვრცელდება ეს ჭორები. რაც შეეხება ელექტროენერგიის სუბსიდირებას, მოგეხსენებათ იქ გამრიცხველიანება არ არსებობს, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პროგრამა არ შეეხოთ, მაგრამ ჩვენ ნაწილობრივ მაინც დავეხმარეთ და კიდევ ვეძებთ გზებს, რომ ამ მიმართულებით დავეხმაროთ ", -განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსებში პირველ ეტაპზე 582 ოჯახი შესახლდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა