სოფელ ბეშეთში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

სოფელ ბეშეთში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს.

„ასფალტო-ბეტონის საფარი გზის 700- მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, გზის მოასფალტების პარალელურად, მძიმე ტექნიკის დახმარებით სოფელი ვარდგინეთის ბეშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიწმინდა და მოსწორდა, რაც მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.