თავდაცვის ძალების ახალი საავტომობილო საშუალებებით აღჭურვის პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის განხორციელება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის პირველი ეტაპი განხორციელდა.

მათივე ცნობით, ქართველი სამხედროები Toyota Hilux ტიპის პიკაპითა და Toyota Land Cruiser ტიპის ყველგან მავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებენ.

უწყების ინფორმაციით, ორხევის საავტომობილო ბაზაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.

„ახალი საავტომობილო ტექნიკის მიწოდება თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებულ მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება, მათ შორისაა მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიები - გერმანული MAN, იტალიური IVECO და ამერიკული FORD. პროექტი ჯარის სპეცტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა. აღსანიშნავია, რომ სპეც-ტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება