ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2 -ზე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალი შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია, ან ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება. 2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

„14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პესრნალის და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღის ბოლოს გვეცოდინება. დაახლოებით ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა