ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა  მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, ინფიცირებულ პირს, ორმხრივი პნევმონია აღენიშნება და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მისივე თქმით, აჭარაში 13 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ოთხი პაციენტი დაემატა, აქედან ორი ახალი შემთხვევაა. ორი პირი მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობდა, ორივე მძღოლია და რადგან აჭარაში მცხოვრებლები არიან, აქ გადაწყვიტეს მკურნალობა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე არის საკარანტინე სივრციდან, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მესამე დღეს კარანტინში ყოფნის დროს დაუდასტურდა კორონავირუსი, მას ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, სადაც აღმოჩნდა ორმხრივი პნევმონია, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა, იგი ინტენსიურ მეთვალყურეობის ქვეშ არის. მეორე ინფიცირებულს კორონავირუსი მე-13 დღეს დაუდგინდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა გია კიკაბიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა