კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან, 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ორივე დადასტურებული შემთხვევა, ე.წ. სოფელ ბირლიკის კლასტერია და დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს მიეკუთვნება.

ბოლო მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 46 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ყველაზე მეტი - 28 სოფელ ყარაჯალარში, სადაც მესამე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაფართოებული პისიარ ტესტირება დილიდან მიმდინარეობს, ადგილზე ეპიდემიოლოგთა 6 მობილური ჯგუფი მუშაობს, აქედან 4 ჯგუფი სოფელ ყარაჯალარში. საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო წითელი ჯვარი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, მოხალისეები მოსახლეობას „პისიარ“ ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ვიდეო:გარდაბანში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი მათგანი არასრულწლოვანია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა