არჩილ ჩიქოვანი ბათუმში, ინასარიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ინასარიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბათუმში ათეულობით ქუჩაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, არ ჰქონდა გამართული ინფრასტრუქტურა და არ გააჩნდა წყალარინების სისტემა. აღნიშნულ ქუჩებზე ამ დროისათვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგაც მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.

„ამ ეტაპზე სამუშაოები ინასარიძის ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს. დაწყებულია ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. დასასრულს უახლოვდება ბორდიურებისა და გარე განათების მონტაჟი.

უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება. ბიუჯეტის ამ ნაწილში ასევე შედის ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიისა და ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ტბელ აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა