ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 32 000-ს გადააჭარბა

ინდოეთის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ 705 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 32 000-ს გადააჭარბა.

26 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ჯამში 1 385 522 ადამიანი დაინფიცირდა. სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ვირუსისგან სულ 885 577 ადამიანი განიკურნა, აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 467 882-ს შეადგენს.

შეგახსნებთ, ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 32 000-ს გადააჭარბა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა