კობა ლურსმანაშვილი - თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, მზად ვარ, ვიბრძოლო ხარაგაულის მერობისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მოქმედი მაჟორიტარი, კობა ლურსმანაშვილი იბრძოლებს. ლურსმანაშვილის თქმით, ამ დროისთვის გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მზად არის, გუნდის შეთავაზების შემთხვევაში, მერობის კანდიდატი გახდეს.

მისი თქმით, კარგად იცის ხარაგაულის პრობლემები და აქტიურად მუშაობდა მათ გადასაჭრელად.

ხარაგაული - ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი გასულ წლებში უკვე იყო ხარაგაულის მერი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი პარლამენტში გადაინაცვლა.

"ამ ეტაპზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, მე მზად ვარ, ვიბრძოლო. ერთხელ უკვე ვიყავი ხარაგაულის გამგებელი, კარგად ვიცნობ მუნიციპალიტეტს და აქტიურად ვაგვარებდი პრობლემებს. მე გუნდური მოთამაშე ვარ და თუ გადაწყვეტენ ჩემი კანდიდატურა დაასახელონ, მე უარს არ ვიტყვი", - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ხარაგაულში მერის პოსტი ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ გახდა, როცა არჩეულმა მერმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა