საოკუპაციო ძალების მიერ გათავისუფლებული მალხაზ ლეჟავა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მეჯვრისხევში მცხოვრები, მირიან ლეჟავა უკანონოდ დააკავა. ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ლეჟავა გუშინვე გაათავისუფლეს და ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფება.

„25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინში იმყოფება“, -აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა