ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები კერძო სექტორისთვის გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი სატრენინგო კურსი საქართველოს სამ ქალაქში გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტში კერძო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქმიანი ტურიზმის სფეროს კომპანიები. ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.

„როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ სახელწოდებით სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართა. თბილისში სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ტრენინგს კერძო სექტორის 50 წარმომადგენელი დაესწრო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია კერძო სექტორს პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, რომ დარგის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ განაახლონ ბიზნეს ოპერირება და დაიცვან უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა