ანონსი 27 ივლისი

27 ივლისს, 10:00 საათზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ღასან ხალილი ( UNICEF) და ადამ შმიდტი (USAID) ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შერჩეულ 190 საჯარო მოხელეს დისტანციურად შეხვდებიან და გადამზადების (ტრენინგების) შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები მედიის კითხვებს უპასუხებენ.

დარბაზი N304 (A კორპუსი, III სართული)

27 ივლისს, 11:00 საათზე, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 ივლისს, 11:00 საათზე, გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალ ბრენდის პრეზენტაციას წარადგენს.

თემა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.

მის: ისანი, ბოჭორმის 50/18

27 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

თემა: „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“

27 ივლისს, 11:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

27 ივლისს, 11:30 საათზე, სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - რატომ არის გართულებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული საქმეების ექსპერტიზა.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

27 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

27 ივლისს, 13.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მესტიაში რიგით 30-ე რაიონული ორგანიზაციის ოფისს გახსნის, შემდეგ კი “ლელოს” ლიდერები მესტიაში, სეტის მოედანზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

27 ივლისს, 15.00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა - მაჟორიტარები

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო ტელ: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

27 ივლისს, 17:00 საათზე, „გირჩის“ ოფისში გაიმართება ბრიფინგი.

თემა - ოპოზიციის სამოქმედო გეგმები და საერთო მაჟორიტარები.

მის: ბესიკის 4, ბიზნესცენტრი, მე-3 სართული

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა