მამუკა ხაზარაძე - "ლელოს" მოდელით გაორმაგდება ეკონომიკა და გაორმაგდება მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს 4 წელში საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა 200 000-ით გაიზრდება და ქვეყანა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდება. მან ლანჩხუთის რეგიონალური ოფისის გახსნის დროს „ლელოს“ საპროგრამო მესიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოდელით გაორმაგდება ეკონომიკა და გაორმაგდება მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.

“ბოლო წლების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი დაპირება, რომ გაგვეზრდება პენსია ან შემოსავალი. ბოლოს ვართ იქ, სადაც ვიყავით. ბოლო 8 წლის განმავლობაში რაც გაიზარდა, ეს არის სახელმწიფო ვალი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გადასახდელია. ერთ სულ მოსახლეზე ვალი 2400 ლარიდან 7400 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ადამიანებს არ გაზრდიათ შემოსავალი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ უახლოეს წლებში გავაორმაგებთ საქართველოს ეკონომიკას და გავაორმაგებთ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე. უახლოესი 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით და საქართველო გახდება მიზიდულობის ცენტრი, სადაც, პირველ რიგში, შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ემიგრანტებს დავაბრუნებთ ქვეყანაში. პოლიტიკაში ჩემთვის მთავარია სიტყვა და მისი ფასი, ამას ჩვენ დავაბრუნებთ”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა