ჩინეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განავლობაში, კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც მარტის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 61 შემთხვევიდან 57 შიდა გადაცემის შედეგია, საიდანაც 41 სინძიანის პროვინციაში გამოვლინდა.

გარდა ამისა, ჩინეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების 44 ახალი უსიმპტომო შემთხვევა დადასტურდა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 83 891 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა