ქალაქ ჩენდუში მდებარე აშშ-ის საკონსულო ოფიციალურად დაიხურა

ქალაქ ჩენდუში მდებარე აშშ-ის საკონსულო ოფიციალურად დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა დიპლომატებმა საკონსულოს შენობა უკვე დატოვეს.

ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ, CCTV-მა, გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოხსნეს შენობიდან ამერიკის დროშა.

ცნობისათვის, სამშაბათს აშშ-მ ჩინეთს 72 საათი მისცა ჰიუსტონის საკონსულოში ყველა ოპერაციისა და ღონისძიების შესაწყვეტად. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის "უპრეცედენტო ესკალაცია" უწოდა და საპასუხოდ აშშ-ს ქალაქ ჩენდუში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა და ამისთვის 72 -საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს დილით ამოიწურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა