ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 435 453-მდე გაიზარდა, საიდანაც 485 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 917 568-ია.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 708 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 32 771-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, კოვიდინიფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-სა ბრაზილიის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა