კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 1 აჭარაში გამოვლინდა. მამაკაცი საკარანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რომელსაც გეგმური შემოწმებისას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 15 ინფიცირებულიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტს პნევმონია აქვს.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოში 15 ინფიცირებული მკურნალობს. გუშინ საღამოს დაგვემატა ერთი ინფიცირებული. მას ბალტიისპირა ქვეყნებში აქვს მოგზაურობის ისტორია. მამაკაცი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და მე-14 დღეს დაუფიქსირდა კორონავირუსი. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი ადამიანი არის მძიმედ, რომელსაც პნევმონია აქვს",- აცხადებს გია კიკაბიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა