სახალხო დღესასწაული „ბეშუმობა“ წელს ფართო მასშტაბით არ აღინიშნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „ბეშუმობა“ წელს ფართო მასშტაბით არ აღინიშნება.

როგორც რიჟვაძემ მთავრობის ადმიანისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციაა.

„მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, წელს გაგვიჭირდება სახალხო დღესასწაული „ბეშუმობა“ ფართო მასშტაბით აღვნიშნოთ. მოგვიწევს რეკომენდაციების გათვალისწინება, არ გვექნება ხალხმრავალი „ბეშუმობა“, სამწუხაროდ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები ამას გაგებით მოეკიდებიან და დავიცავთ რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისი უწყებებიდან გვაქვს“, - განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა