წვევამდელი სამხედრო სამსახურში გაწვევის მეორედ გადავადებით რიგ შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კანონი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს რიგ შემთხვევებში სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას აძლევს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით იყო კითხვები, ხომ არ გამოიწვევდა ინიცირებული პროექტის დამტკიცება გაწვევის სისტემაში წვევამდელების დეფიციტს. სესიაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა და საკითხზე შეჯერება მოხერხდა.

როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, შეთანხმება სამ საკითხზე შედგა, კერძოდ: წვევამდელი, რომელიც ერთხელ უკვე ისარგებლებს სამხედრო სამსახურის გადავადებით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს, ვეღარ ისარგებლებს მეორედ გადავადებით, თუ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებს; აპლიკანტს, რომელიც დარეგისტრირდება გამოცდებზე, ექნება სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება, თუმცა, ეს უფლება მათ ექნებათ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს; თუ პირი სამხედრო ვალდებულებას უკვე იხდის და პარალელურად ისარგებლებს უფლებით და ჩააბარებს პროფესიულ სასწავლებელში, მას გადავადების უფლება არ მიეცემა და სამხედრო სამსახურის დასრულება მოუწევს.

ცნობისათვის, კანონპროექტის ინიცირებული ვერსიით, აღნიშნული დათქმები გათვალისწინებული არ იყო. კერძოდ, ინიცირებული ვერსიის თანახმად, სამხედრო სამსახურის გადავადებით შეეძლო ესარგებლა აპლიკანტს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო