სალომე სამადაშვილი - გიორგი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ

ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს ამ ერთიანობას გამოეთიშოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაა დანაკარგი, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პოლიტიკური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, ვაშაძეს და მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს და როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს.

„ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს ამ ერთიანობას გამოეთიშოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაა დანაკარგი. უნდა დაფიქრდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით ისინი ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩება იმ ერთიანობაში, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმება, ამ ერთიანობაში ბევრი ახალი მოთამაშე შემოვა - არა მხოლოდ პოლიტიკური პარტია, არამედ კონკრეტული და ძალიან საინტერესო ადამიანები. ამიტომ ვფიქრობ, ეს მათი დანაკარგია, ვინც ამ ერთიან ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ვფიქრობ, მიზეზი უმჯობესია გიორგი ვაშაძეს ჰკითხოთ, ჩვენთვის მთავარი დღეს არანაირი თანამდებობები და სიები არაა, ჩვენი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც თანამდებობებს, არც გადანაწილებას სიაში, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი საკითხებია. ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაცვაა. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვებზე, ჰქონდა თუ არა ვაშაძეს სიასთან დაკავშირებით პრეტენზიები, ნამდვილად ითხოვდა თუ არა 10 ადგილს მოწინავე რიგებში და ეწყინა თუ არა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არ მოეწონათ, სამადაშვილმა ასე უპასუხა: „შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, გაერთიანებულია საერთო იდეის გარშემო - ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ ყველანაირი დისკუსია იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა განცხადებები თანამდებობების გადანაწილებაზე და სიებზე, მიგვაჩნია უადგილოდ, არ ემსახურება არანაირად ჩვენი ამოცანის განხორციელებას. ასეთ ადამიანებთან იდეური თანხვედრის მოძებნა რთული იქნება. რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, ძალიან ახალი მოთამაშეა პოლიტიკურ სივრცეში, დამწყები პოლიტიკოსია და საკუთარ გადაწყვეტილებებს თვითონ განმარტავს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და "სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ვაშაძემ და ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ უკვე დატოვეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის