ლია გიგაურის განცხადებით, "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს დღეს მოინახულებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლია გიგაურის განცხადებით, "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს დღეს მოინახულებენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მქონდა პერსონალური შეხვედრა "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რაც „წითელ ჯვარს" შეექმნა ზაზა გახელაძის მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან და ეს მიზეზი დაუსახელეს მას. ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება, მოინახულონ ზაზა გახელაძე. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი საფრთხე არ უქრება. ასევე, პირობები, რომელშიც ის იმყოფება, დამაკმაყოფილებელია"-აცხადებს გიგაური.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ადამიანი დააკავეს და ამ ეტაპზე სამი ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში, მათ შორის ზაზა გახელაძე. "ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ის უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძისა და სხვების გათავისუფლება და ისინი ჩვენს ქვეყანას გადმოეცეს", -აცხადებს გიგაური.

შეგახსენებთ,რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს, ის ფეხში იყო დაჭრილი. დაკავებულს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს